ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ჯოკოვიჩი დაკითხონ

29-05-2020 13:16:14 სამართალი

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი შესაძლოა, მისი ქართველი კოლეგის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკითხონ. ამის შესახებ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.

ბასილაშვილს (მსოფლიოს 27-ე ჩოგანი) შვილის თანდასწრებით ყოფილი მეუღლის ცემაში ადანაშაულებენ. ჩოგბურთელი 100 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

«დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის - ისინი, ვინც გარკვეული დეტალები იცის. მაგალითად, აშშ-ის ღია ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტი ქ-ნი ნეკას [ბასილაშვილის ექს-მეუღლის] მონაწილეობით. ტურნირის ორგანიზატორებმა დაცვის დახმარებით იგი ტერიტორიიდან გაიყვანეს და აკრედიტაცია გაუუქმეს», - განაცხადა ჭკადუამ.

გამოძიება ოჯახური ძალადობის შესახებ 126-ე პრიმა-მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით პატიმრობას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის 200-400 სთ-მდე ვადის სასჯელს ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები