Accentnews.ge
ცხინვალი თბილისს ამჯერად “საჰაერო დაზვერვაში” ადანაშაულებს

ცხინვალი თბილისს ამჯერად “საჰაერო დაზვერვაში” ადანაშაულებს

29/05/2020 10:49:01 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი თბილისს “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უშუალო სიახლოვეს ვერტმფრენის გამოყენებით დაზვერვითი სამუშაოების წარმოებაში” ადანაშაულებს.

მისი მტკიცებით, საფრენი აპარატი ახალგორის სიახლოვეს ადგილობრივი დროით, დილის 09:00 სთ-ზე იყო დაფიქსირებული.

«საფრენი აპარატი საქართველოს ტერიტორიის თავზე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრიდან უმნიშვნელო მანძილზე (4 კმ) გადაადგილდებოდა და სავარაუდოდ, მოსაზღვრე რაიონების საჰაერო დაზვერვას აწარმოებდა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფატი, რომ არც ქართულ მხარეს, არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ჩაუყენებიათ რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები საქმის კურსში ავიაციის დაგეგმილი გამოყენების შესახებ, რაც ვითარების ესკალაციის წინაპირობებს ქმნის და თბილისის რეჟიმის მხრიდან რეგიონული უსაფრთხოებისა და პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებისადმი უპასუხისმგებლო მიდგომის მორიგ დემონსტრირებას წარმოადგენს», – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების განცხადებაში.

ცხინვალი “ქართული მხარის დესტრუქციულ პოზიციასა” და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის “დაბალ ეფექტურობაზე” მიუთითებს.

იხილეთ ასევე: რუსული პროპაგანდა და საქართველოს პრეზიდენტის ალარმისტული განცხადება: რამდენად საფუძვლიანია აგრესიის მოლოდინი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S