Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში მორიგი კოვიდ-ინფიცირებული გამოავლინეს

ცხინვალის რეგიონში მორიგი კოვიდ-ინფიცირებული გამოავლინეს

29/05/2020 11:14:59 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მორიგი კოვიდ-ინფიცირებული გამოვლინდა, ისიც, ინფიცირებულთა უმრავლესობის მსგავსად, რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, რომელიც სამშობლოში გასული დღეების განმავლობაში დაბრუნდა, - განუცხადა სააგენტო “რესს” “იუგოსპოტრებნადზორის” თავმჯდომარის მოადგილემ ანა გაგლოევამ.

«კურსანტი სხვა ახალგაზრდებთან ერთად რუსეთიდან დაბრუნდა და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა სავალდებულო კარანტინზე. ტესტირებას გაივლიან მასთან ერთად დაბრუნებული სხვა კურსანტებიც” – აღნიშნა გაგლოევამ.

მისივე თქმით, დღე-ღამის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ორი გამოჯანმრთელებული გაწერეს და 29 მაისის დილის მდგომარეობით, ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 7 პაციენტი რჩებოდა.

«დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 8 ტესტირებიდან (სულ კი 1307-ია ჩატარებული) დადებითი შედეგი ერთმა აჩვენა. სულ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში კარანტინზე ამ დროისთვის 102 ადამიანი იმყოფება, სხვა საკარანტინო სოვრცეებში - 122. ძაუსის [ოსური სახელწოდება – რედ.] საავადმყოფოში რუსეთიდან დაბრუნებული კიდევ 40 კურსანტი შეიყვანეს და მათ ტესტირება უახლოეს დღეებში ჩაუტარდებათ», – განმარტა სანიტარულმა ექიმმა.

  • პირველი სამი კოვიდ-ინფიცირებული ოკუპირებულ რეგიონში 6 მაისს გამოვლინდა, სადღეისოდ კი მათი რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 37-მდეა გაზრდილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S