
ევროკავშირი აფხაზურ მცირე ბიზნესს დაეხმარება
29/05/2020 12:20:18 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელ ლუიზა ვინტონთან შეხვედრა გამართა.
როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება, შეხვედრის დროს “როგორც COVID-19-თან ბრძოლაზე, ისე გაერო-ს განვითარების პროგრამის აფხაზეთთან სამომავლო თანამშრომლობაზე მიმართული პროექტი იქნა განხილული”.
მისივე ინფორმაციით, ლუიზა ვინტონმა აცნობა დაურ კოვეს, რომ უახლოეს ხანებში ევროკავშირის მხრიდან ახალი პროგრამა იქნება რეალიზებული, რომლის საშუალებითაც გაჩნდება მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ახალი რესურსები.
«ჩვენ შევუთანხმდით ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ ეს დახმარება მოდიფიცირებული სახით გამოიყოს, რათა იგი კორონავირუსის გამო შეცვლილ პირობებს მიესადაგოს», – განაცხადა ვინტონმა.
მისივე თქმით, “ბევრი რამ, რაც გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ გაკეთდა, მიმართული იყო ხალხის მხარდაჭერასა და დაცვაზე”.
თავის მხრივ, დაურ კოვემ აღნიშნა, რომ «აუცილებელია, კომპლექსურად დაეთმოს ყურადღება მსხვილ პროექტებს, განსაკუთრებით – სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიმართულებით”.
«შეხვედრის ფარგლებშო მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს აფხაზეთის საგარეო უწყებისა და გაეროს განვითარების პროგრამის ურთიერთქმედების მნიშვნელობა აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერაზე მიმართული სამომავლო საქმიანობისთვის», – ნათქამია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: “ეს საუკეთესო მომენტია აფხაზეთთან ვაჭრობის კუთხით კორპორაციის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად”
აფხაზეთმა გაერო-სგან COVID-19-თან საბრძოლველად დახმარების მეოთხე პარტია მიიღო