
"15 მილიონზე მეტი იხარჯება უხარისხო სტადიონისთვის, რომელიც მზად 2 წლის წინ უნდა ყოფილიყო"
14/06/2019 05:15:16 ეკონომიკა
ზუგდიდში, რომლის ბიუჯეტი სულ 30 მილიონი ლარია, ნახევარზე მეტი უხარისხო სტადიონის მშენებლობაზე იხარჯება,– იუწყება "ფლანგვის დეტექტორი".
როგორც "ფლანგვის დეტექტორმა" გაარკვია, სტადიონი ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა პროცესი ბოლომდე მიყვანილი ამ დრომდე არ არის.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, “შპს დაგის” მიერ უკვე შესრულებული სამუშაოები უეფას ნორმებით განსაზღვრულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
„ჩამონგრეულია ჭერი საშხაპეებში, საპირფარეშოებში, მოუწყობელია სტადიონი. ყველაფერი არის ხარვეზიანად აშენებული. პარალელურად ზუგდიდის მერია იძახის, რომ იმისთვის, რომ მშენებლობა დასრულდეს, პლიუს 10 მილიონი უნდა გამოიყოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა საქართველოს მოქალაქეებს დაუჯდებათ 20 მილიონი ლარი,“-ამბობს ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარი გიორგი ნონიაშვილი.