საქართველომ სომხეთს ქართული წარმოების 4000 სამედიცინო პირბადე აჩუქა

29-05-2020 22:27:27 საზოგადოება

საქართველომ სომხეთს ქართული წარმოების 4000 სამედიცინო პირბადე აჩუქა. როგორც “საპარტნიორო ფონდის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პირბადეები სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, ასევე სამთავრობო და ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებს “თანაშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად” გადასცეს.

„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსმა“ მიმდინარე კვირაში დაიწყო.

“ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" არის ქარხანა, რომლის ანალოგი რეგიონში არ არსებობს. იგი აწარმოებს პირბადეებს ე.წ. „Melt blown“ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, რომელიც 99%-იან დაცვას უზრუნველჰყოფს. საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე – საექსპორტო ბაზრებისთვის”, – აცხადებენ "საპარტნიორო ფონდში".

სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 460 ადამიანი დაინფიცირდა და 7 გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 120 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 8 676 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 297 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 362 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 910 000–ს გადააჭარბა, 2 590 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 746-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 576 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები