
ესპანეთის შსს–ს ეროვნული პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლები ვახტანგ გომელაურს და ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავენ
31/05/2020 10:57:34 სამართალი
ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავენ.
"ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო და ძვირფასო ქართველო კოლეგებო, გილოცავთ პოლიციის დღეს! გილოცავთ!"- ნათქვამია ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის წარმომადგენლების მილოცვაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართველ კოლეგებს პროფესიულ დღეს ულოცავენ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლები:
"ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის სახელით, პატივი გვაქვს, ქართველ კოლეგებს მივულოცოთ პროფესიული დღესასწაული! გილოცავთ".