Accentnews.ge
"საბურთალოს ე.წ. კალსტერიდან 15 საავადმყოფოში, 30 კი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი"

"საბურთალოს ე.წ. კალსტერიდან 15 საავადმყოფოში, 30 კი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი"

31/05/2020 11:00:34 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სადღეისოდ საბურთალოს ე.წ. კლასტერიდან კოვიდ–ინფექცია 15 ადამიანს აქვს დადასტურებული.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ე.წ. კლასტერის 100-მდე კონტაქტია შესწავლილი.

„საბურთალოს ე.წ. კლასტერის 100-მდე კონტაქტი შევისწავლეთ და კიდევ მიმდინარეობს ეს კვლევები. ამ კლასტერში სულ დადასტურდა 15 დადებითი შემთხვევა და გარდა იმისა, რომ ეს 15 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში, ასევე, 30 ამ ე.წ. კლასტერიდან გადაყვანილია საკარანტინო სივრცეებში“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების საიზოლაციო სივრციდან გასვლა დაუშვებელია.

ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID-19–ის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ინფიცირების 18 შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანს უკავშირდება, 4 საკარაინტინე სივრციდანაა, ხოლო კიდევ 4 — დადასტურებულ შემთხვევასთან [მედიცინის მუშაკი] კონტაქტიდან.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 783-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 605 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S