
"პოლიცია იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და სიმშვიდეს, რაც პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა"
31/05/2020 12:23:07 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„პოლიცია ის ინსტიტუტია, რომელიც იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. თითოეულ პოლიციელს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ. გისურვებთ გამარჯვებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ და წარმატებებს საქართველოს სამსახურში!“,- წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქში" ოფიციალურ გვერდზე.