Accentnews.ge
ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

01/06/2020 06:15:49 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

როგორც ფაშინიანი ამბობს, მას ვირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება და ვიდრე, ამის შესაძლებლობა ექნება, მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს.

„ამ წუთებში სამსახურში არ ვარ ერთი მარტივი მიზეზის გამო. გუშინ აღმოჩნდა, რომ ჩემმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი აჩვენა. სხვათა შორის, სიმპტომები ჯერჯერობით არ მაქვს. ტესტი ჩემი ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ და მათზეც დადებით აჩვენა“,-განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანი ვარაუდობს, რომ სამუშაო შეხვედრაზე დაინფიცირდა.

„ვვარაუდობ, რომ ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს დავინფიცირდი. როგორც იცით, ასეთი შეხვედრების დროს მაგიდაზე წყლიან ჭიქას დგამენ. პირს, რომელმაც მაგიდაზე ჭიქა დადო, ხელთათმანი არ ეკეთა და მე მას ამაზე შენიშნვაც მივეცი,“- განაცხადა ფაშინიანმა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში ახალმა კორონავირუსმა 131 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 9 282 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3386 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S