Accentnews.ge
სატვირთო ავტომობილის მძღოლის კონტაქტებს კახეთში კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

სატვირთო ავტომობილის მძღოლის კონტაქტებს კახეთში კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

01/06/2020 08:07:13 საზოგადოება

დედოფლისწყაროში მცხოვრები საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლის ოჯახის წევრებსა და მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მიუხედავად უარყოფითი პასუხისა, მძღოლთან კონტაქტში მყოფი ათი ადამიანი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის, სადაც დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ:

„ისევე როგორც მძღოლს, მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებსაც კორონავირუსის დამახასიეთებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. დედოფლისწყაროს შემთხვევა არ ჩაითვლება კახეთის შემთხვევად, ვირუსი იმპორტირებულია, რადგან მძღოლი რუსეთში დაინფიცირდა“.

ამასთან, ხიზანიშვილის ინფორმაციით, გუშინ კახეთიდან სულ 32 ნიმუში გაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის და ყველა პასუხი უარყოფითია.

კახეთში ამ ეტაპზე ხუთ საკარანტინო სივრცეში 114 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციაში მყოფ სატვირთო ავტომობილის მძღოლის კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S