Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება გამკაცრდეს რეგულაციები

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება გამკაცრდეს რეგულაციები

01/06/2020 08:52:10 საზოგადოება

"თუ ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად არ იმუშავეს, ეს რისკები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რამაც შესაძლოა რეგულაციების გარკვეულ გამკაცრებამდე მიგვიყვანოს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებოდით, რომ მოგვიწევდა კორონავირუსთან თანაცხოვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა, თავის მხრივ, შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, ჰოსპიტალური სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო იქნებიან მზად, თუმცა თუ ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად არ იმუშავეს, ეს რისკები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რამაც შესაძლოა რეგულაციების გარკვეულ გამკაცრებამდე მიგვიყვანოს. დღეს გაცილებით უკეთესად ვართ მომზადებული, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეს რისკები ეფექტურად ვმართოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 794-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 624 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S