Accentnews.ge
„ქვეყანაში 723 დადასტურებული შემთხვევიდან 19-წლამდე ასაკის 104 პაციენტი ფიქსირდებოდა“

„ქვეყანაში 723 დადასტურებული შემთხვევიდან 19-წლამდე ასაკის 104 პაციენტი ფიქსირდებოდა“

01/06/2020 08:56:32 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის 723 დადასტურებული შემთხვევის დროს, ქვეყანაში 0-დან 19-წლამდე ასაკის 104 პაციენტი ფიქსირდებოდა. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მათგან 0-დან -14 წლამდე მოზარდი არის 72, ხოლო 15-დან - 19-წლამდე ასაკის - 32 პაციენტი.

"გაანალიზებული მაქვს ის მონაცემები, როცა შემთხვევათა ოდენობა იყო 723. 0-14 წლამდე ეს შეადგენს შემთხვევათა 10%-ს , 15-დან -19 წლამდე კი 4.5%-ს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ამ დროისთვის 794-ს შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S