„ჩვენი სექტორი ერთი წლის განმავლობაში საბანკო ვალდებულებებს ვერ გადაიხდის. ამიტომ, სახელმწიფომ 140 მილიონი დოლარი უნდა მოიძიოს"

01-06-2020 14:50:15 ეკონომიკა

დღეიდან COVID–19–ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ახალი ეტაპი დაიწყო: გაიხსნა ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც, ასევე მუშაობას ანახლებს ღია ტიპის რესტორნებიც. დაწესებულებებს მოუწევთ, მოქალაქეების თერმოსკრინინგი, დეზობარიერის განტავსება. აუცილებელია, ყველა მომხმარებელს ეკეთოს პირბადე, ისევე როგორც დასაქმებული აჭურვილნი იყვნენ სპეცეკიპირებით. ღია ტიპის რესტორნებში ერთ მაგიდაზე ექვს პირზე მეტი ვერ დაჯდება. ობიექტები, რეგულაციებიდან გამომდინარე, მომხმარებლების მცირე ნაკადს მიიღებენ.

როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, მთავრობამ 140 მილიონი დოლარი უნდა მოიზიდოს, რათა დაეხმაროს სასტუმროებსა და რესტორნებს.

„ჩვენი სექტორი ერთი წელი საბანკო ვალდებულებებს ვერ გადაიხდის. ამიტომ, რაც აუცილებლად გასაკეთებელია და ციფრი დიდი ხანია დათვლილი გვაქვს, ეს არის 140 მილიონი დოლარი, რომელიც სახელმწიფომ უნდა ისესხოს ან დონორებისგან მოიძიოს, რომ 1 წელი ტურიზმის სექტორში როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს სესხები ერთი წლით გადაუვადდეთ. ეს არის აპრიორი მოცემულემულობა. ეს ეხმარება ჩვენს სექტორს და ასევე ბანკებს ეხმარება გადარჩენაში. ბანკებმაც იციან, რომ ჩვენ ვერ გადავიხდით ერთი წელი სესხებს“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.

არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრმა დაწესებულებამ მუშაობის განახლება ვერ შეძლო. განსაკუთრებული პრობლემები ამ მხრივ რეგიონებშია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები