Accentnews.ge
TI: სოფლის მხარდამჭერი პროგრამიდან 40 მილიონი ლარი ტენდერის გარეშე იხარჯება

TI: სოფლის მხარდამჭერი პროგრამიდან 40 მილიონი ლარი ტენდერის გარეშე იხარჯება

01/06/2020 11:59:26 სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, სოფლის მხარდამჭერი პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 40 მილიონი ლარია, მეორე წელია, ტენდერის გარეშე, კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში, ყოველწლიურად რამდენიმე ათასი კონტრაქტის გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელებაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ორჯერ გასცეს.

„გამარტივებული შესყიდვის ასეთი მასშტაბით გამოყენება მუნიციპალურ დონეზე ამცირებს გამჭვირვალობას და კონკურენციას და, შესაბამისად, ზრდის კორუფციის რისკებს. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო უარს ამბობს კონკურენტული პროცედურების შედეგად მიღებულ პოტენციურ სარგებელზე, როგორიცაა სახსრების დაზოგვა და რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობის წახალისება სახელმწიფო შესყიდვებში.

განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად რამდენიმე ათასი შესყიდვისთვის გამარტივებული პროცედურის გამოყენებაზე გაიცემა ერთიანი თანხმობა, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, თანხმობა ყოველ შესყიდვაზე ინდივიდუალურად უნდა გაიცემოდეს. ის ფაქტი, რომ სოფლის პროგრამის შემთხვევაში ერთიანი თანხმობა მეორე წელია უპრობლემოდ გაიცემა, მიანიშნებს იმაზე, რომ მკვიდრდება ახალი, მავნე და კანონთან შეუსაბამო პრაქტიკა“,-ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S