Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოავლინეს

ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოავლინეს

01/06/2020 12:55:12 კონფლიქტები

გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან სამი ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია, ერთი – ასევე რუსეთიდან დაბრუნებული ქალი და ყველანი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდნენ, - განაცხადა “იუგოსპოტრებნადზორის” თავმჯდომარის მოადგილემ ანა გაგლოევამ.

მისივე ინფორმაციით, სულ დღე-ღამის განმავლობაში 1385 ტესტირება ჩატარდა და ოთხ შემთხვევაში შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

სულ ოკუპირებულ რეგიონში ამ დროისთვის კარანტინში 164 პირი იმყოფება. სადღეისოდ ინფიცირებულთა რაოდენობა 42-ს შეადგენს. მათგან 30 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S