გამყრელიძის თქმით, საქართველოში ტურისტები მხოლოდ "მწვანე ზონებიდან" შემოვლენ

01-06-2020 17:42:39

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ტურისტები მხოლოდ "მწვანე ზონებიდან" შემოვლენ, სადაც ეპიდსიტუაცია მწვავე არ არის. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ ტურისტულ არხებს ვერ გავაღებთ იმ ქვეყნებიდან, სადაც ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია (მაგალითად, სომხეთი). პირველ რიგში, ეს იქნება მწვანე ზონებიდან ტურისტები", - თქვა მან.

ცნობისთვის: სომხეთში სადღეისოდ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. კორონავირუსი დაუდასტურდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები