2020 წელს მთავრობა რეკორდული ოდენობის საგარეო ვალის აღებას გეგმავს

01-06-2020 18:17:58 ეკონომიკა

2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა რეკორდული მოცულობის 7,2 მილიარდი ლარის საგარეო ვალდებულების აღებას გეგმავს - ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ “ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების” (BDD) დოკუმენტში არის საუბარი. შედარებისთვის, 2019 წელს საქართველო 1,386 მილიარდი ლარის ახალი საგარეო ვალი აიღო.

BDD-ის მიხედვით, 2020 წელს მთავრობა 1,120 მილიარდი ლარის მოცულობის საგარეო ვალს დაფარავს და 7,198 მილიარდი ლარის ($2.2 მილიარდი არსებული კურსით) ახალი ვალის აღებას გეგმავს, შესაბამისად, ვალის წმინდა ზრდა 6,078 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული.

ამასთან, მთავრობა მომდევნო წლებშიც მნიშვნელოვანი ოდენობის საგარეო ვალდებულებების აღებას გეგმავს: 2021 წელს 3.4 მილიარდი ლარის, 2022 წელს – 2.1 მილიარდი ლარის.

ვალის აღნიშნული მაჩვენებელი 2008 წლის ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ, საქართველოს მთავრობის მიერ მოზიდულ საგარეო დაფინანსებაზე მეტია.

BDD დოკუმენტის მიხედვით, ჯამურად, 2020 წელს აღებული ახალი სახელმწიფო ვალის მთლიანი შიდა პროდუქტის 14.3%-ის ტოლფასი იქნება, ხოლო საგარეო ვალის წმინდა ზრდა (ახალი ვალის აღებას გამოკლებული არსებულის დაფარვა) მშპ-ის 12.1% იქნება.

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი მთავრობას ამ დრომდე არ წარუდგენია, შესაბამისად, უცნობია ზუსტად როგორ გადანაწილდება მთავრობის მიერ მოზიდული საგარეო ვალდებულებები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები