Accentnews.ge
აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრად ვლადიმირ ანუა დაინიშნა

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრად ვლადიმირ ანუა დაინიშნა

01/06/2020 15:08:52 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თავდაცვის დე ფაქტო მინისტრად ვლადიმირ ანუა დანიშნა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ ანუა 1987 – 1992 წ.წ. სოფელ ტამიშის ადმინისტრაციას ედგა სათავეში, 1992 – 1993 წ.წ., ომის პერიოდში პირველი აფხაზური პოლკის შტაბის ხელმძღანელი იყო, 1995 წლიდან დღემდე – დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1998 წელს, “გალის 6-დღიან ომში წარმატებისთვის” ანუას მინიჭებული აქვს გენერალ-მაიორის წოდება, 2018 წელს კი იგი გენერალ-პოლკოვნიკი გახდა.

ცნობისთვის: 2007 წლიდან აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მერაბ ქიჩმარიას ეკავა.​

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S