Accentnews.ge
ენგურის ხიდი ისევ ჩაიკეტა

ენგურის ხიდი ისევ ჩაიკეტა

01/06/2020 16:47:12 კონფლიქტები

აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საოკუპაციო ხაზზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი – ენგურის ხიდი 1 ივნისს ისევ ჩაკეტეს. რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებმა რესპონდენტმა შეატყობინა, რომ დღეს ხიდზე გადაადგილება ჩვეულებრივ იყო შესაძლებელი, თუმცა დღის ბოლოს „მესაზღვრეებმა“ მგზავრებს უთხრეს, რომ ხიდი ისევ ჩაკეტეს.

რესპონდენტის ინფორმაციით, მათთვის არავის განუმარტავს, საოკუპაციო ხაზზე რა ვადით არის აკრძალული გადაადგილება. ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე აფხაზურმა მედიამ დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1 ივნისიდან ენგურის ხიდზე გადაადგილება ისევ აიკრძალებოდა.

მედიის ინფორმაციით, „საზღვარი“ 26 მაისიდან ცალმხრივად გაიხსნა, რათა „საქართველოში მყოფი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც აფხაზეთში დაბრუნება კარანტინის გამო ვერ შეძლეს“, ამის შესაძლებლობა მიეცათ.

ენგურის ხიდზე გადაადგილება დე ფაქტო მთავრობამ პანდემიის გამო 14 აპრილიდან აკრძალა. 26 მაისს კი ცალმხრივად გახსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფლება მიეცათ დანარჩენ საქართველოში მყოფებს. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება კი აკრძალული იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S