Accentnews.ge
ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

01/06/2020 18:37:48 სამართალი

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების მანქანები.

აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების შეფასებით, მას პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობის მინები ჩაამსხვრია.

ადგილზე მაცხოვრებლების თქმით, გაზგასამართი სადგური საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარეობს, რასაც ისინი დიდი ხანია, აპროტესტებენ და სადგურის გადატანას ითხოვენ.

ადგილზე ინციდენტიც მოხდა: პოლიცამ გაზგასამართ სადგურთან ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველთა განმარტებით, პირი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მათ წინააღმდეგობა გაუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S