Accentnews.ge
DW: რუსეთმა ხანგოშვილის საქმეზე გერმანიის მიმართვები უპასუხოდ დატოვა

DW: რუსეთმა ხანგოშვილის საქმეზე გერმანიის მიმართვები უპასუხოდ დატოვა

02/06/2020 06:10:01 სამართალი

გერმანელი გამომძიებლები ამ დრომდე უშედეგოდ ელიან რუსეთისგან პასუხს თავის მიმართვებზე, რომელიც ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქის – ზელიმხან ხანგოშვილის (თორნიკე ქავთარაშვილის) მკვლელობის საქმეს შეეხება, – წერს Deutsche Welle.

ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ბერლინის პროკურატურის მიერ რუსეთში გაგზავნილი ორი მიმართვა ამ დრომდე შინაარსობრივი პასუხის გარეშე რჩება, - ნათქვამია გერმანიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც გერმანული გამოცემა ციტირებს.

მეორე ჩეჩნური ომის დროს საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში მას შემდეგ წავიდა, რაც 2015 წელს საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა. გასული წლის 23 აგვიტოს კი იგი ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში მოკლეს. მანამდე რუსეთს იგი ტერორიზმის ბრალდებით ძებნაში ჰყავდა გამოცხადებული. სავარაუდო თავდამსხმელი, რუსეთის მოქალაქე ბერლინში იმავე დღეს დააკავეს.

თავიდან საქმეს ბერლინის პროკურაურა იძიებდა, თუმცა დეკემბრიდან მასში ფედერალური პროკურატურა ჩაერთო. მსგავსი რამ კი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა არსებობს ეჭვი დანაშაულთან სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების კავშირის თაობაზე.

გერმანიის მთავრობამ უკვე გააკრიტიკა მოსკოვი გამოძიებასთან არასაკმარისი თანამშრომლობის გამო იმის მრავალრიცხოვანი მტკიცებულებების ფონზე, რომ მკვლელობა რუსეთის ან მისი ერთ-ერთი რეგიონის – ჩეჩნეთის ხელისუფლების დაკვეთით იყო განხორციელებული. ამასთან დაკავშირებით ბერლინმა გერმანიიდან ორი რუსი დიპლომატიც გააძევა, რუსეთმა კი საპასუხოდ გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S