Accentnews.ge
ბათუმში თურქეთის ცხრა მოქალაქე დააკავეს

ბათუმში თურქეთის ცხრა მოქალაქე დააკავეს

02/06/2020 07:07:03 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში თურქეთის მოქალაქეები დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ბათუმში ღონისძიება ერთდროულად ორ მისამართზე დაიგეგმა.

„ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის ცხრა მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S