
ბათუმის საკათედრო ტაძარი გაქურდეს
02/06/2020 08:07:43 სამართალი
ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს.
„წუხელ ღამით გაქურდეს ტაძარი, სასანთლიდან წაღებულია 100 ლარამდე თანხა, საეკლესიო ნივთები ხატები, გატეხილია ასევე შესაწირავი ყუთი. ბუნებრივია, არ ვიცით, რა რაოდენობის თანხა იყო იქ“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მათივე ცნობით, საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.