Accentnews.ge
ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა

ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა

02/06/2020 08:38:58 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მინისტრმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანს, შტეფან ანიჰოფერს ნატო-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისა და ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უწყებრივი მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დააჯილდოვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე, მისი განხორციელების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების დახმარებასა და განსაკუთრებით გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნის მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ისაუბრა.

პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი შტეფან ანიჰოფერი SNGP-ის ძირითად ჯგუფს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ინფორმაციას საქართველოს თადაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S