Accentnews.ge
ყოფილი სიძის მკვლელობის მცდელობისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავეს

ყოფილი სიძის მკვლელობის მცდელობისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავეს

02/06/2020 09:48:21 სამართალი

სამართალდამცავებმა ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბათუმში 26 წლის მამაკაცი დააკავეს.

როგორც შსს იუწყება, ბრალდებულმა ბათუმში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს - 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S