საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან 92 300 000 ევროს მიიღებს

02-06-2020 17:29:22 ეკონომიკა

საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან 92 მილიონ 300 ათას ევროს მიიღებს. შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა დღეს მოაწერეს.

დაფინანსება პანდემიით შექმნილი ვითარების ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებას, მაკროეკონომიკური პირობებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.

ADB-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები