რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს შეხვდა

02-06-2020 18:58:56 საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, სამუშაო შეხვედრაში თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის მოადგილეები გურამ მისაბიშვილი, დავით მიქავა, გიორგი ბულისკერია, სააგენტოს დირექტორის მოადგილეები დავით გურამიშვილი და გიორგი მანჯავიძე მონაწილეობდნენ.

მათი ცნობით, შეხვედრაზე დევნილთა სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები