ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

02-06-2020 19:30:11 სამართალი ,რეგიონები

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი დაეჯახა შუახნის ქალს, რომელიც ქუჩას კვეთდა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი სოციალურად დაუცველი იყო და ოზურგეთის საკათედრო ეკლესიასთან მოწყალების თხოვნით ირჩენდა თავს.

ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე - 6 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები