“პუტინის კრემლიდან განმდევნელი” იაკუტი შამანი კვლავ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაამწესეს

02-06-2020 19:57:34 მსოფლიო

იაკუტი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, “კრემლიდან პუტინის განდევნას” აპირებს და ამ მიზნით მშობლიური რეგიონიდან მოსკოვისკენ ფეხით მიემართებოდა, უკვე მეორედ გაამწესეს ფსიქიატრიულ კლინიკაში.

იაკუტიაში, სადაც გაბიშევი ძალოვანებმა წინა ჯერზე დააბრუნეს, სასამართლომ მისი ხელმეორე იძულებითი ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, გაბიშევს “საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების გადაფასება» ახასიათებს და “კანონიერი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებით გამოდიოდა”. ამასთან, კონკრეტული დიაგნოზი მასში არ ფიგურირებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები