Accentnews.ge
აფხაზეთში კლინიკიდან ბოლო სამი კოვიდ-ინფიცირებული გაწერეს

აფხაზეთში კლინიკიდან ბოლო სამი კოვიდ-ინფიცირებული გაწერეს

02/06/2020 17:21:11 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიური კოვიდ-ინფიცირებულები აღარ არიან, - იუწყება დე ფაქტო ოპერატიული შტაბი.

"დღეს გუდაუთის საავადმყოფოდან დარჩენილი სამი პაციენტიც გაწერეს და ამ დროისთვის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ-ინფიცირებულები აღარ გვყავს", - განმარტეს შტაბში.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის ტესტირება გრძელდება, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ტესტი 57 პირს ჩაუტარდა და შედეგები ყველა შემთხვევაში უარყოფითი აღმოჩნდა.

სულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 28 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდებოდა, მათგან ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S