
“ოცნების” საპირწონე არ არის რომელიმე კონკრეტული პარტია, რაც არ უნდა დიდი და ძლიერი იყოს ის"
02/06/2020 18:17:23 საშინაო პოლიტიკა
“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის გარეშე რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.
"ერთპარტიული “ქართული ოცნების” საპირწონე არ არის რომელიმე კონკრეტული პარტია, რაც არ უნდა დიდი და ძლიერი იყოს ის. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას” იმიტომ , რომ ეს თამაში ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ ხდება არჩევანი 41-სა და 5-ს შორის, ამ შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ ივანიშვილმა გაათამაშოს ის, რასაც 8 წელი აკეთებს არის მაღალი. ეს, რომ ჩვენს კოლეგებსაც ესმოდათ, ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ ყველანი “ლეიბორისტული” მაგიდის გარშემო შევიკრიბეთ, მათ შორის ბევრი ისეთი პარტია, რომელიც საერთოდ ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა. მთავარი ის იყო, რომ ჩვენ საზოგადოებას ვანახეთ, რომ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას მეორე ერთპარტიული მმართველობით კი არ ვანაცვლებთ არამედ ვანაცვლებთ მრავალპარტიულით”, – განაცხადა უგულავამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.