Accentnews.ge
სომხეთში, ფსიქიატრიულ კლინიკაში COVID-19–ის ათობით შემთხვევა დადასტურდა

სომხეთში, ფსიქიატრიულ კლინიკაში COVID-19–ის ათობით შემთხვევა დადასტურდა

03/06/2020 06:47:28 კავკასია

სომხეთის ნუბარაშენის ფსიქიატრიულ კლინიკაში კორონავირუსის 49 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა შორის ცხრა პაციენტი და 40 პერსონალია. ინფორმაციას სააგენტო „ნიუს ამი“ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს–მდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს–მდივნის ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში კორონავირუსზე 307 ტესტი ჩატარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, პაციენტებს სიმპტომები არ აღენიშნებათ. ისინი მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S