Accentnews.ge
“კარასინის განცხადება დასტურია, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა”

“კარასინის განცხადება დასტურია, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა”

14/06/2019 10:07:44 სხვა, თავდაცვა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს უსაფრთხოების სერიოზული გარანტია და მექანიზმია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის უსაფრთხოებაში.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო რომელიმე ქვეყნის, არამეგობარი, არაპარტნიორი ქვეყნების გავლენის ქვეშ მოექცევა. ჩვენ ძლიერი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები გვყავს და ეს რესურსი მაქსიმალურად და ჭკვიანურად უნდა იყოს გამოყენებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აბაშიძე–კარასინის მორიგი შეხვედრა შედგა და კარასინმა ანაკლიის პორტზე გააკეთა კომენტარი. 

ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს" - განაცხადა, "რადიო თავსიუფლების" ცნობით, გრიგორი კარასინმა პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყების წინ.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სეხვედრაზე ანაკლიის პორტის საკითხი არასდროს განხილულა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S