Accentnews.ge
სოხუმის კლინიკის ქირურგიული განყოფილებიდან პატიმარი გაიქცა

სოხუმის კლინიკის ქირურგიული განყოფილებიდან პატიმარი გაიქცა

03/06/2020 08:19:02 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში პატიმარი, რომელიც სამკურნალოდ სოხუმის ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში იყო გადაყვანილი, კლინიკიდან გაექცათ.

დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, მსჯვრდებულმა ხელბორკილებისგან გათავისუფლება მოახერხა, რის შემდეგაც საწოლის თეთრეულის გამოყენებით კლინიკის მესამე სართულის ფანჯრიდან დაეშვა და გაიქცა.

გაქცევის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ირკვევა, რომ სოფელ თავისუფლების მკვიდრს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ჰქონდა წაყენებული და 5 მარტს სასამართლოში გამოუცხადებლობის შემდეგ 15 მაისს იყო დაპატიმრებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S