Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

03/06/2020 08:39:01 კონფლიქტები

გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოავლინეს. ინფიცირებულთაგან ორი რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია, მესამე – სანიტარული ექიმი, - განაცხადა დღეს “იუგოსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელის მოადგილემ ანა გაგლოევამ.

სულ, მისი ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში 25 ტესტირება ჩატარდა და შედეგი სამ შემთხვევაში დადებითი აღმოჩნდა.

ამგვარად, დღეის მდგომარეობით, ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში 14 კოვიდ-ინფიცირებული იმყოფება: რუსეთის სამხედრო სასწავლებლების 7 კურსანტი,ვლადიკავკაზიდან ჩასული 5 მოქალაქე, ერთი რუსი სამხედრო და ერთი ადგილობრივი მედიკოსი.

დაკვირვების ქვეშ რჩება 154 ადამიანი.

ეპიდემიის დაწყების მომენტიდან კი ოკუპირებულ რეგიონში სულ 45 ინფიცირებულია აღრიცხული, მათგან 31 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S