Accentnews.ge
"ოცნება" უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პრემიერი თანამდებობას ტოვებს

"ოცნება" უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პრემიერი თანამდებობას ტოვებს

03/06/2020 11:32:05 საშინაო პოლიტიკა

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წევრები უარყოფენ, გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.

"არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ეს არის რომელიღაცა ტელევიზიის პროდიუსინგში მოგონილი ამბავი, რომ მერე მოგვთხოვოთ პასუხი ასეა თუ არა. ოპოზიციას ამ ბოლო დროს სჩვევია, რომ იგონებენ ხოლმე ამბავს მედიასაშუალებების მეშვეობით, მათ შორის და შემდეგ ამ თემებზე ვისმენთ გაბრაზებულ კომენტარებს. ამბავი არის მოგონილი და ამ მოგონილ ამბავზე გვთხოვენ ხოლმე კომენტარებს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე.

მსგავსი კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც:

„ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია“.

ცნობისთვის: "მთავარი არხის" ინფორმაციით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე პრემიერს თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელისგან უარი მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S