
"დღეს ჯანდაცვის მინისტრი არ იქნება კომიტეტზე, ეს გარკვეულწილად ბოლომდე არ მოდის თანხვედრაში რეგლამენტთან"
03/06/2020 10:08:39 საშინაო პოლიტიკა
"დღეს ჯანდაცვის მინისტრი არ იქნება კომიტეტზე, ეს გარკვეულწილად თანხვედრაში ბოლომდე არ მოდის რეგლამენტთან", - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
"დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დაბარებული იყო მინისტრი საკომიტეტო მოსამენაზე. ასეთი საკითხი საბოლოოდ შეთანხმებით დგება, თუ როდის უნდა მოვიდეს იგი პარლამენტში. მინისტრმა გამოაგზავნა წერილი და ის გვთხოვს, რომ მიმდინარე თვის ბოლო კვირას შედგეს ასეთი შეხვედრა. დამოუკიდებელი დეპუტატები მე როგორც ვიცი, ამას არ ეთანხმებიან, ასე რომ დღეს მინისტრი არ იქნება კომიტეტზე, ეს გარკვეულწილად თანხვედრაში ბოლომდე არ მოდის რეგლამენტთან", - განაცხადა ხუნდაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ დაიბარა. მან 18 მაისს დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა, რათა უზრუნველეყო ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლა. გუშინ დიმიტრი ხუნდაძისთვის მიწერილ წერილში ჯანდაცვის მინისტრმა საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლომდე გადავადება ითხოვა.