
მერაბ ქიშმარია: “მე მივხვდი, ვინ არის მოღალატე, გავერკვიე, ვინ ვინ არის და დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს”
03/06/2020 13:03:55 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის აწ უკვე ყოფილი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია ახალი “მინისტრის” – ვლადიმირ ანუას მრჩევლად დაინიშნა.
ახლადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მას დღეს “სიმამაცის ორდენიც” გადასცა.
თავის მხრივ, ქიშმარიამ განუცხადა ბჟანიას, რომ “მიხვდა, ვინ არის მოღალატე, გაერკვა, ვინ ვინ არის და დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ სამართალი იზეიმებს”.
ცნობისთვის: მერაბ ქიჩმარიას დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 2007 წლიდან ეკავა.
რაც შეეხება ვლადიმირ ანუას, 1987 – 1992 წ.წ. იგი სოფელ ტამიშის ადმინისტრაციას ედგა სათავეში, 1992 – 1993 წ.წ., ომის პერიოდში პირველი აფხაზური პოლკის შტაბის ხელმძღანელი იყო, 1995 წლიდან დღემდე – დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1998 წელს, “გალის 6-დღიან ომში წარმატებისთვის” ანუას მინიჭებული აქვს გენერალ-მაიორის წოდება, 2018 წელს კი იგი გენერალ-პოლკოვნიკი გახდა.