
მედია: მარნეულის მერი სუს–ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა
03/06/2020 15:18:05 სამართალი
არსებული ინფორმაციით, მარნეულის მერი ზაურ დარგალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საქმე ეთნიკური შუღლის გაღვივების თაობაზე მიმდინარე გამოძიებას ეხება.
თავად დარგალმა აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვა უპასუხოდ დატოვა.
ცოტა ხნის წინ სუს–ის შენობა რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა დავთ ქაცარავამდატოვა.
როგორც ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუთქმელობის შესახებ ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ ისაუბებს, თუმცა აღნიშნა, რომ გამოკითხვა დავთ–გარეჯთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა, გამოძიება კი ეთნიკური შუღლის გაღვივების თაობაზე მიმდინარეობს.
„დავაფიქსირე ჩემი მტკიცე პოზიცია გარეჯთან დაკავშირებით – როგორიც იყო აქამდე, ისეთივე რჩება. ანტისაოკუპაციო მოძრაობა აგრძელებს ფუნქციონირებას, მონიტორინგს ყველა მიმართულებით – საოკუპაციო ხაზთან და გარეჯთან. მოქმედებს არ ვრცლით“,– განაცხადა ქაცარავამ.
ცნობისთვის: 30 მაისს სუს–ში განაცხადეს, რომ ქვეყანაში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.