Accentnews.ge
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

03/06/2020 16:19:21 კონფლიქტები

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ტესტირება სულ 57-მა მოქალაქემ გაიარა და 7 შემთხვევაში შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

ყველა ინფიცირებული რუსეთის სამხედრო სასწავლებლებიდან დაბრუნებული კურსანტია. მათ გუდაუთის კლინიკაში მოათავსებენ, სადაც კოვიდ-ინფიცირებულებს მკურნალობენ.

კიდევ 13 კურსანტი დღეს დასასვენელ სახლ “აირტარიდან” გაწერეს.

სულ აფხაზეთში ამ დრომდე ინფიცირების 35 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 27 პაციენტი განიკურნა, ერთი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S