
ასლან ბჟანია: “კოვიდ-ეპიდემიით გამოწვეულ საბიუჯეტო დანაკლისს რუსეთი შეგვივსებს”
03/06/2020 17:12:27 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დარწმუნებულია, რომ “რესპუბლიკას კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეულ საბიუჯეტო დეფიციტს რუსეთის ფედერაცია შეუვსებს”. ამის შესახებ მან დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.
«მოსკოვში ბოლო ვიზიტის დროს ჩვენ თხოვნით მივმართეთ რუსულ მხარეს, ფინანსური დახმარება გაგვიწიოს. მხოლოდ აპრილში საბიუჯეტო დანაკლისმა თითქმის 207 მლნ რუბლი შეადგინა, მაისის თვის სურათი კიდევ უფრო მძიმე იქნება. თუმცა რუსეთი დაგვეხმარება იმდენით, რამდენიც ბიუჯეტს აკლდება. ეს თანხები უპირველესად, ხელფასების, პენსიების, სოცგადახდების გასაცემად, ასევე სამედიცინო საჭიროებებისთვის არის აუცილებელი” – აღნიშნა ბჟანიამ.
ცნობისთვის: დღემდე ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების სულ 35 შემთხვევაა აღრიცხული.