ბაგებში მომხდარი სროლის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

03-06-2020 21:45:54 სამართალი

თბილისში, ბაგებში განხორციელებული სროლის შედეგად დაშავებული ორი პირი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ექმურება.

შემთხვევის ადგილზე, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ბაგებში ტყის მასივის ტერიტორია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 237-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სროლის ხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა. შემდეგ დაინახეს, რომ რამდენიმე პირი ნაცრისფერ BMW-ში ჩაჯდა და შემთხვევის ადგილი დატოვა. შემთხვევის ადგილი დატოვა კიდევ სამმა ავტომანქანამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები