
თუშეთში ავტომობილი, რომელშიც ტურისტები ისხდნენ სიმაღლიდან გადავარდა
14/06/2019 10:50:39 სხვა, სამართალი
თუშეთის გზის მე- 18 კილომეტრზე ავტომობილი, რომელშიც ტურისტები ისხდნენ, სიმაღლიდან გადავარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მიემგზავრებიან. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.