ჯანმო "პლაქვენილს" სოლიდარობის კვლევაში აბრუნებს

03-06-2020 23:54:25

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ჰიდროქსიქლოროქვინი (იგივე "პლაქვენილი") "სოლიდარობის კვლევაში" დააბრუნოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, რომ კვლევის პროტოკოლის შეცვლის აუცილებლობა არ დგას.

ამასთან, ჯანმო განმარტავს, რომ პრეპარატის დაბრუნება სოლიდარობის კვლევაში მის ეფექტურობას არ ამტკიცებს.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "სოლიდარობის კვლევაში" ჰიდროქსიქლოროქვინის გამოყენება დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი გახდა სამედიცინო ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნებული ემპირიული კვლევა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებს, რომლებიც ამ პრეპარატს იღებდნენ, გარდაცვალების რისკი ეზრდებოდათ. ეს დასკვნა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზიდან გამომდინარეობდა და ეს არ ყოფილა რანდომიზებული კვლევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები