ფლოიდის საქმეზე ბრალი კიდევ სამ პოლიციელს წაუყენეს

04-06-2020 00:03:32 მსოფლიო

სამ ყოფილ პოლიციელს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ადგილზე იმყოფებოდნენ, ბრალი წაუყენეს,- იუწყება CNN.

მედიასაშუალების თანახმად, ყოფილ პოლიციელებს: ალექსანდერ კენგს, ტომას ლეინს და ტუ თაოს მეორე ხარისხის მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობას; მეორე ხარისხის წინასწარი განზრახვის გარეშე ჩადენილ მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობას ედავებიან.

ბრალი დაუმძიმდა დერეკ შოვინსაც, რომელიც, გამოძიების ცნობით, პირადად არის პასუხისმგებელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილზე. მას ახლა მეორე ხარისხის მკვლელობაში აქვს ბრალი წაყენებული. მანამდე გამოძიება მას მესამე ხარისხის მკვლელობას ედავებოდა.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს. დემონსტრანტები ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები