Accentnews.ge
"კანონიერი ქურდის" ახლობლები: "ყველანაირ რადიკალურ ზომას მივმართავთ"

"კანონიერი ქურდის" ახლობლები: "ყველანაირ რადიკალურ ზომას მივმართავთ"

04/06/2020 09:27:44 სამართალი

ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის (მეტსახელად "ლავასოღლი") თურქეთიდან საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნით, ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის ოთხმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტისკენ გაემართებიან და გზას გადაკეტავენ.

„ვიცი ექსტრადირების პროცედურას თავისი დრო აქვს, მომზადება სჭირდება, მაგრამ არც იმდენი რაც დააყოვნეს. უკვე ორი წელი გავიდა. ამიტომ, უმოკლეს ვადაში დაიწყოს ეს პროცედურა, თუ არა და ყველანაირ ზომას მივმართავთ, უკიდურესი, ყველანაირი რადიკალური ზომა იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიო. აქედან არ წავალ. არც მე და არც სხვები მიდიან. მშრალ შიმშილობაზე გადადიან ჩემი ოჯახის წევრები“, - განაცხადა მინდია გორაძის დამ ირინა გორაძემ.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, მიუხედავად პროტესტის უკიდურესი ფორმებისა, იუსტიციის სამინისტროში მათთან გასაუბრებაზე უარს ამბობენ.

„ჩვენ ვაპირებთ, უფრო მწვავე, კრიტიკულ ზომას მივმართოთ, როგორიც არის სასაზღვრო ტერიტორიაზე აქციის გამართვა, ვგულისხმობ სარფის ტერიტორიას. თუ იმდენი ადამიანი მოვა, რომ გზა გადაიკეტოს, გზაც გადაიკეტება. სამწუხაროდ ოთხმა ადამიანმა პირი ამოიკერა და შიმშილობენ ადამიანები და კვლავ არ აქვთ სურვილი იმ კომპეტენტურ ორგანოებს და მათ წარმომადგენლებს, რომ დაგველაპარაკონ და გვითხრან, როდის მოხდება მისი ექსტრადაცია. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ, სანამ არ გავიგებთ კონკრეტულ პასუხს“, - ალექსანდრე კობაიძემ.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თურქეთში "ლავასოღლის" უფლებები ირღვევა და ისინი დაკავებულის ექსტრადაციას ითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S