
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: „მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი აფეთქება“
04/06/2020 09:39:36 კავკასია
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ყოველდღიური ჰოსპიტალიზაციის კუთხით მდგომარეობა კვლავ დაძაბულია.
მინისტრის თქმით, სომხეთში ამ დროისთვის 391 კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 59 პაციენტი კი, კრიტიკულია. მისივე ინფორმაციით, 15 პაციენტი ამ დრომდე ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც მინისტრი ანიშნავს, არსებობს სახიფათო ტენდენცია, რომ კვლავ ფიქსირდება ახალი შემთხვევები სხვადახვა საწარმოების კოლექტივებში.
„გამოცდილება აჩვენებს, რომ ამის შემდეგ მოსალოდნელია ახალი აფეთქება. ფაქტიურად ახლა, ასეთი სცენარი შესაძლებელია, ამიტომ წესების დაცვა აუცილებელია“, – განაცხადა არსენ ტოროსიანმა.