
ოზურგეთის მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
04/06/2020 09:48:03 სამართალი
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ოზურგეთის მერიის სამხედრო გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გიორგი თავართქილაძე დააკავეს.
თავართქილაძე ოზურგეთის ცენტრალური სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშულების შეძენა-შენახვას გულისხმობს.