
რამდენად უსაფრთხოა "TikTok"
04/06/2020 09:38:34 სამართალი
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა ჩინური აპლიკაცია "TikTok"-ის ამჟამინდელი ფუნქციები, აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის წამყვანი ორგანიზაციების რეკომენდაციები.
როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, "კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, აპლიკაციის შემქმნელი კომპანიის მიერ მიღებულია შესაბამისიორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა, მითითებულია, რომინტერნეტის საშუალებით მონაცემთა გადაცემა არასდროს არ არის აბსოლუტურად უსაფრთხო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სხვადასხვა გზით, მაგალითად დაშიფვრის გამოყენებით, ახდენს მონაცემთა დაცვას, ის არ იძლევა გარანტიას აპლიკაციის საშუალებით გადაცემული მონაცემების სრულ უსაფრთხოებაზე".
რა მონაცემებს აგროვებსაპლიკაცია ჩვენ შესახებ?
აპლიკაციის სრული ფუნქციონალის გამოყენებისთვის აუცილებელიამომხმარებლის რეგისტრაცია. აპლიკაციაში რეგისტრაციისას მომხმარებელიგასცემს შემდეგი სახის პერსონალურ მონაცემებს: სახელი, დაბადების თარიღი(როცა ხდება ამ მონაცემის მითითება), ელექტრონული ფოსტის მისამართი ან/დატელეფონის ნომერი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნის თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით. თუ მომხმარებელი აპლიკაციაში რეგისტრირება "Facebook"-ის, "Twitter"–ის, "Instagram"–ის ან მსგავსი პლატფორმის გამოყენებით, აპლიკაცია მომხმარებლის თანხმობით, დამატებითიღებს მითითებულ პლატფორმებზე მომხმარებლის პირად გვერდზე არსებული ინფორმაციის ნაწილს. ამასთან, აპლიკაცია აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლების ქცევის (მაგალითად,მომხმარებლის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების) შესახებ.
"აპლიკაცია აგროვებს ყველა იმ ვიდეო მასალას, რომელიც პირმა ატვირთა აპლიკაციაში, ასევე ატვირთულ ვიდეოზე სხვა მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ყველა კომენტარსა და მოწონებას. ამასთან, ინახავს ყველა იმ ვიდეო მასალას, რომელსაც მომხმარებელი წინასწარ ტვირთვას აპლიკაციაში და საჯაროდ ჯერ არ გამოუქვეყნებია (კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, აღნიშნული მიზნად ისახავს მომხმარებლის მიერ ვიდეო მასალის ატვირთვის სიჩქარის გაუმჯობესებას. იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელი ვერ ან არ მოახდენს ვიდეო ფაილის საბოლოოდ ატვირთვას და სხვა მომხმარებლებისთვის გაზიარებას, ვიდეო მასალის აპლიკაციის შემქმნელი კომპანიის სერვერიდან იგი წაიშლება). აპლიკაცია, ორივე შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს შექმნილი აქვს საკუთარი ანგარიშიან უბრალოდ იყენებს აპლიკაციას მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერების მიზნით, ავტომატურად აგროვებს მომხმარებელთან დაკავშირებულ ისეთ ტექნიკურ მონაცემებს, როგორიცაა მაგალითად, IP მისამართი; ძებნის ისტორია; ინფორმაცია მობილური ოპერატორის, აპლიკაციის იმ ვერსიის შესახებ, რომელსაც მომხმარებელი იყენებს და სხვა. ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით აპლიკაცია იყენებს მომხმარებლის მიერ საკუთარ გვერდზე მითითებულ ინფორმაციას საცხოვრებელ რეგიონთან დაკავშირებით ან/და GPS-ს სერვისს", – ნათქვამია დასკვნაში.
რა მიზნით ხდება მონაცემთა გამოყენება და რა ვადით ინახება ისინი ?
დასკვნის თანახმად, მონაცემები ინახება იქამდე, სანამ მომხმარებელი იყენებს აპლიკაციას ან იქამდე სანამ კომპანიას აქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი. მომხმარებლის შესახებ შეგროვებული მონაცემების გამოყენება შესაძლოა, მოხდეს სხვადასხვა მიზნით. მაგალითად, აპლიკაციის ეფექტიანი ფუნქციონირების, მათ შორის, მისი გაუმჯობესების, განვითარების და პოპულარობის ხელშეწყობის, მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული სერვისის/რეკლამის შეთავაზების მიზნით. მონაცემთა გამოყენების მიზნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აპლიკაციის საშუალებით შეგროვებულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მესამე პირებსაც.
დაცულია თუ არა არასრულწლოვანთა უფლებები?
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებულია, რომ აპლიკაცია არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ასაკის პირთათვის. რიგ შემთხვევაში, ეს ასაკი შესაძლოა იყოს ნაკლები ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. შესაბამისად, კომპანია მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც ფლობს ინფორმაციას, რომ აპლიკაციის საშუალებით ხდება მითითებულ ასაკზე ქვემოთ არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავება, კომპანიას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - privacy@tiktok.com. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვის პერსონალურ მონაცემების დამუშავება სპეციალურ, უფრო მკაცრ სტანდარტებსა დაწესებს ექვემდებარება, მსოფლიოში განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ამ კუთხით კეთდება. კერძოდ, რამდენად მარტივი ენით აფრთხილებს აპლიკაცია ბავშვებს მონაცემთა დამუშავების შესახებ და რამდენად სწორად ხდებამშობლის თანხმობის მოპოვება.
"TikTok-ის შემთხვევა საინტერესოა, რადგან მას შესაძლოა, სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნდეს ყველა სხვა აპლიკაციისთვის, რომლებიც ბავშვების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ", – აღნიშნულია უწყების დასკვნაში.
როგორ აფასებენ აპლიკაციის უსაფრთხოებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?
TikTok აპლიკაციამ ყურადღება მიიქცია აშშ-ში. აპლიკაციის კომპანია 5.7 მილიონი დოლარით დაჯარიმდაფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ 13 წლის და უფრო პატარა ასაკის მქონე პირთა პერსონალური ინფორმაციისდამუშავების გამო. კომპანიას დაევალა, 13 წლის ასაკამდე ბავშვთა ვერიფიკაციის ადეკვატური ღონისძიებების დანერგვა, რომელიც გამორიცხავდა მათ მიერ აპლიკაციით სარგებლობას (რადგან აპლიკაციით სარგებლობისთვის შესაძლოა, ბავშვები ცრუ ინფორმაციას უთითებდნენ საკუთარ ასაკთან დაკავშირებით).
2017 წლის ივლისიდან "TikTok" ითხოვდა ასაკისვერიფიკაციას ახალი მომხმარებლებისგან, თუმცა არ განახორციელა ასეთი ვერიფიკაცია იქამდე არსებულ 56 მილიონამდე მომხმარებლებთან მიმართებით. შესაბამისად, უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ცვლილებებიარ შეეხოთ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წაშალა ძველი მომხმარებლის პროფილი, მას არ წაუშლია ის მასალა, რაც ამ მომხმარებლების მიერ უკვე იყო ატვირთული აპლიკაციაში (ამასთან დაკავშირებით სამასამდე მშობელმა გამოთქვა პროტესტი ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბრისთვის).
ამასთან, "TikTok" ინახავდა პერსონალურ მონაცემებს იმაზე მეტი ხნით, ვიდრე სჭირდებოდა. სწორედ ამ დარღვევების გამო იქნა დაჯარიმებული კომპანია. ვინაიდან მსგავს აპლიკაციებს ხშირად წვდომა აქვთ იმაზე მეტ ინფორმაციაზე, ვიდრე ამის შესახებ თანხმობას აძლევს მომხმარებელი, აშშ-ში დაიწყო საუბარი იმაზეც, ხომ არ იყენებს აპლიკაციით შეგროვებულ ინფორმაციას ჩინეთი. მით უმეტეს, რომ "TikTok"-ის ამერიკაში მცხოვრებ პირთათვის განკუთვნილი უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად, აპლიკაცია ავტომატურად აგროვებს სხვდასხვა ინფორმაციას - IP მისამართები, გეოლოკაცია, უნიკალური მადენტიფიცირებლები (unique device identifiers), ინტერნეტ ბრაუზერისა და ძებნის ისტორია (ასევე ის ინფორმაცია, რაცმომხმარებელმა ნახა პლატფორმის მეშვეობით) და "Cookies" ფაილები. ვინაიდან გაჩნდა ეჭვი ჩინეთის მიერ ზემოაღნიშნული მონაცემების სადაზვერვო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, აშშ-ში ოფიციალურ დონეზე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო მოხელეებს მიეცეთ პირდაპირი მითითება, არ გამოიყენონ აპლიკაცია.
ჩინურიკომპანიის Bytedance საპლიკაცია TikTok მთელს მსოფლიოში დიდიპოპულარობით სარგებლობს. იგი იძლევა აპლიკაციაში ვიდეოების დამუშავების შესაძლებლობას. მისდამი განსაკუთრებული ინტერესი პანდემიის დროს გაჩნდა. ცნობილმა ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა სახის გასართობი ვიდეოების განთავსება, რამაც აპლიკაციის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა. აპლიკაცია საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.